საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: 24-საათიანი ცვლა სამ დღეში ერთხელ
ანაზღაურება: 1000 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გარემოს;
** უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
მოვალეობები:
** საწარმოს ტერიტორიის, შენობის, ინვენტარის, ტექნიკისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
** ტერიტორიის რეგულარული შემოწმება;
** თანამშრომლებისა და ვიზიტორების კონტროლი;
** შესასვლელებისა და გასასვლელების კონტროლი;
** ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონიტორინგი;
** სამუშაო და არასამუშაო საათებში ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა რეგულაციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი.